„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 07 მაისის №31 დადგენილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ №1 დანართის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა და უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 7 maisis №65/01-01 ბრძანების „ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
1) თამარ მოკვერაშვილი - აპარატის უფროსი
2) ხატია ხატიაშვილი - უფროსი სპეციალისტი
3) ლევან ჟორჟოლიანი -უფროსი სპეციალისტი (იურისტ-კონსულტანტი) .
2. საკონკურსო დოკუმენტები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 2014 წლის 9 ივნისიდან 2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით, 09:30 -დან 18:00 საათამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი №1(თსუ-ს I კორპუსი), II სართული, ოთახი №207
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი / დარეჯან თვალთვაძე/